ანკარაში ტერაქტი აღკვეთეს

ანკარაში უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დეაშის წევრი ტერორისტი მოკლეს, რომელიც თვითმკვლელური ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

592591
ანკარაში ტერაქტი აღკვეთეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დეაშის წევრი ტერორისტი მოკლეს, რომელიც თვითმკვლელური ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

ერიამანის რეგიონში, უსაფრთხოების ძალებმა სახლში, სადაც საეჭვო პირი იმყოფებოდა, ოპერაცია ჩაატარეს.

ოპერაციის დროს ტერორისტი უსაფრთხოების ძალებს არ ჩაბარდა და მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც სროლები მოჰყვა და ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა.

სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დინამიტის კაფსულები და დაახლოებით 7 კილოგრამი ამონიუმის ნიტრატი აღმოაჩინეს.

ასევე აღმოჩენილი იქნა სხვა მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორი.

ოპერაციის დროს ლიკვიდირებული დეაშის წევრი ტერორისტის ვინაობა დადგენილი იქნა. იგი არის 1992 წელს ადანაში დაბადებული და დიარბაქირში რეგისტრირებული აჰმედ ბ.

ანკარის გუბერნატორის ერჯან თოფაჯას განცხადებით, აღნიშნული პიროვნება ანითქაბირის (ათათურქის მავზოლეუმი) მახლობლად სამჯერ შეამჩნიეს და დაზვერვა განახორციელა ძველი მეჯლისის შენობასთან.

საეჭვო გარემოების შექმნის შემდეგ კი უშიშროების ძალებმა მუშაობა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული პიროვნება დეაშთან კავშირში იყო.  

 


საკვანძო სიტყვები: #ანკარა , #ტერორისტი , #დეაში , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები