ერის გამარჯვება

ერის გამარჯვება

ერის გამარჯვება

წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის დაწყებისთანავე,  პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის მხრიდან ხალხისადმი ქუჩებში გამოსვლის თაობაზე მოწოდებამ,  ტერ ორგანიზაცია  FETÖ-ს მუხანათური გეგმები ჩაახშო და მათ ვერ  განახორციელეს რა   სამხედრო გადატრიალება, უკან დაიხიეს.  „ყველა ჩვენმა მოქალაქემ მოედნებზე გამოსვლით განაცხადეს, რომ პუტჩისტებს თუ ტანკები და შეიარაღება ჰყავდათ, ხალხს რწმენა ჰქონდა და მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ. ახალგაზრდების ტანკების წინა გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ რწმენით გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. თურქეთის პარლამენტის თავჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა  განაცხადა, რომ ვინც ქვეყანას ასეთი ტკივილი მიაყენა, აუცილებლად დაისჯება. სამართლიანობის და განვითარების პარტიის გენერალურმა მდივანმა და პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოსახლეობას ასეთი მტკიცე ნაბიჯებისათვის მადლობა გადაუხადა. „სისხლს მოწყურებულები ყველაფერს ჩადიოდნენ, მაგრამ ერთი რამ არ ჰქონდათ გათვლილი, ხალხის პოზიცია, რომლებმაც  ხელისუფლებაზე აღმართული ხელი მოჭრეს. სწორედ რომ ასე მოხდა, მოღალატეებმა 24 საათის განმავლობაში  შესაბამისი პასუხი მიიღეს. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე ყველა პირი აუცილებლად შესაბამისად დაისჯება,“ განაცხადა ილდირიმმა.  


საკვანძო სიტყვები: ერის გამარჯვება , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები