ემილიანო სალას ცხედარი ნაპოვნია

ინგლისის პოლიციამ დაადასტურა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ამოტანილი ცხედარი სალას ეკუთვნის

2019-02-07T231141Z_983758406_RC1C17E0F5E0_RTRMADP_3_SOCCER-SALA-CRASH.JPG

ინგლისის პოლიციამ დაადასტურა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ამოტანილი ცხედარი სალას ეკუთვნის.

საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის დედაქალაქ კარდიფში მიმავალი 2 ადგილიანი თვითმფრინავი 21 იანვარს ლა მანშის სრუტეში ჩამოვარდა.

4 თებერვალს კი თვითმფრინავის ნამსხვრევები და ცხედარი აღმოაჩინეს.

ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე დორსეტის პოლიციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ზღვიდან ამოტანილი ცხედარი 28 წლის ემილიანო სალას ეკუთვნის.

ამ ინფორმაციის შემდეგ სალას ყოფილი კლუბის „ნანტი“-ს და „კარდიფ სიტი“-ს თაოსნობით ბევრმა ფეხბურთელმა სამძიმრის წერილი გაავრცელა.

თვითმფრინავის რადარებიდან დაკარგვის შემდეგ დაწყებული სამაშველო-სამძებრო სამუშაოები სამი დღის შემდეგ დასრულდა, თუმცა მუშაობა გააგრძელა ემილიანო სალას ოჯახისა და ფეხბურთელის გულშემატკივრების მიერ დაფინასებულმა სპეციალურმა სამძებრო ჯგუფმა



მსგავსი ინფორმაციები