მუჰამედ სალაჰი ზედიზედ მეორედ დასახელდა წლის ფეხბურთელად

გასულ წელს, მუჰამედ სალაჰი გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი მან  36 მატჩში 32 გოლი გაიტანა

მუჰამედ სალაჰი ზედიზედ მეორედ დასახელდა წლის ფეხბურთელად

ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდიმოჰამედ სალაჰი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა. აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2018 წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთლის დაჯილდოების ცერემონია სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართა სადაც წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ მუჰამედ სალაჰი დასახელდა.  გამოკითხვაში მონაწილეობა ცნობილმა ტრენერებმა და  ფედერაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. გასულ წელს, მუჰამედ სალაჰი გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი მან  36 მატჩში 32 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი  მას 29 მატჩში 16 გოლი და რვა საგოლე  პასი აქვს.



მსგავსი ინფორმაციები