ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა

ჟურნალ "France Football"-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ

ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა

ჟურნალ "France Football"-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ.

რეალ მადრიდის ხორვატი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი საღამოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

2010 წლის შემდეგ ეს ჯილდო 5-5 ჯერ მოიგეს კრისტიანო რონალდომ და ლიონელ მესმა.

მოდრიჩმა, რომელსაც კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი ჰქონდა, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასის ფინალში ითამაშა, რეალ მადრიდმა კი ჩემპიონთა ლიგაში თასი მოიგო.

იუვენტუსის ვარსკვლავმა რონალდომ მეორე, ატლეტიკო მადრიდისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა კი მესამე ადგილები დაიკავეს.  

21 წლამდელ საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი კილიან მბაპეს ერგო.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ლიონის „ოლიმპიკის“ ფეხბურთელ ადა ჰეგერბერგი დასახელდა.



მსგავსი ინფორმაციები