საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

საქართველომ ლატვია 1-0 დაამარცხა

საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

UEFA-ს, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გრძელდება. გუშინ ერთა ლიგაში ოთხი შეხვედრა გაიმართა. გუშინდელი მატჩებიდან B ლიგის მე-2 ჯგუფში მოთამაშე დანიამ საკუთარ სტადიონზე უელსს უმასპინძლა და იგი 2-0 დაამარცხა.

გუშინ გამართული სხვა შეხვედრების შედეგები კი ასეთია:

C  ლიგის მე-3 ჯგუფი: ბულგარეთი-ნორვეგია 1-0

D  ლიგის 1-ლი  ჯგუფი: საქართველო-ლატვია 1-0

საქართველოს გოლი 77-ე  წუთზე პენალტიდან,  ოქრიაშვილმა გაიტანა.

მეოთხე ჯგუფში კი მაკედონიამ სომხეთს უმასპინძლა და იგი ანგარიშით 2-0 დაამარცხა.



მსგავსი ინფორმაციები