უეფას ერთა ლიგა

თურქები საკუთარ მინდორზე დამარცხდნენ

turkiye-rusya maci3.jpg
turkiye-rusya maci2.jpg
turkiye-rusya maci1.jpg

 

უეფას ერთა თასის  B ლიგის მე-2 ჯგუფში მოთამაშე თურქეთის ეროვნულ ნაკრებს პირველი შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან ჰქონდა.

მატჩი ტრაპიზონის მედიკალ პარკის სტადიონზე შესდგა და იგი სტუმრების სასარგებლოდ, 2:1 დასრულდა.

რუსებიდან გოლები მე-13 და 49-ე წუთებზე ჩერიშევმა და დზიუბამ გაიტანეს, ხოლო თურქებიდან სერდარ აზიზმა.

თურქეთის ეროვნული ნაკრები, ჯგუფის მეორე მატჩს შვედეთთან, ორშაბათს, 10 სექტემბერს გამართავს.



მსგავსი ინფორმაციები