UEFA-ს ერთა ლიგის პირველი მატჩები 6-8 სექტემბერს გაიმართება

UEFA-ს ერთა ლიგის პირველი მატჩები 6-8 სექტემბერს გაიმართება

UEFA-ს  ერთა ლიგის პირველი მატჩები 6-8 სექტემბერს გაიმართება

UEFA-ს  ერთა ლიგა  6-8 სექტემბერს გასამართი პირველი მატჩებით დაიწყება. აღნიშნული ტურნირის მიზანი ეროვნული ნაკრებების მოტივაციის გაზრდაა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ისევ 10 ჯგუფში გაიმართება რა, ერთა ლიგაში ჯგუფიდან გამსვლელი ეროვნული ნაკრებები EURO 2020-ის ფინალურ ტურნირში ითამაშებს. აღნიშნულ ორგანიზაციაში უეფას წევრი 55 ქვეყნის ეროვნული ნაკრებები,  ქვეყნების ქულების მიხედვით A, B, C და  D  ჯგუფებში იქნენ გადანაწილებულნი. A და B ჯგუფებში 12 ქვეყნის,   C-ში 15, ხოლო D-ში 16 ქვეყნის ნაკრებია წარდგენილი.  ამ ახალ ორგანიზაციაში ყველაზე დაბალი ქულების მქონე ქვეყნებიდან მალტა, ყაზახეთი და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებებიც მოხვდნენ. აღნიშნული ქვეყნები, რომლებიც D ჯგუფში ასპარეზობენ, ჯგუფიდან გასულთაგან ერთი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ეს კი ფეხბურთის მოყვარულებს ევროპის ჩემპიონატზე სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრებების ნახვის შესაძლებლობას მისცემს.



მსგავსი ინფორმაციები