ამერიკის ღია პირველობა გრძელდება

ამერიკის ღია პირველობა გრძელდება

2018-09-03T005257Z_975811702_NOCID_RTRMADP_3_TENNIS-US-OPEN.JPG
2018-09-02T220234Z_963863672_NOCID_RTRMADP_3_TENNIS-US-OPEN.JPG
2018-09-03T023232Z_967036482_NOCID_RTRMADP_3_TENNIS-US-OPEN.JPG

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალურ მატჩში მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ქართველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა.  

138-ედ გამართულ პირველობაზე მეორე ბრძოლა ხუან მარტინ დელ პორტოსა და ხორვატ ბორნა კორიჩს შორის გაიმართა, რომელშიც 3-0 არგენტინელმა დელ პორტომ გაიმარჯვა. ამგვარად, 2009 წლის ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი, მეოთხედ ფინალში გადასული კიდევ ერთი ჩოგანი გახდა.

ქალებს შორის კი მეოთხე ტურის შეხვედრა სერენა ვილიამსს და ესტონელ კაია კანეპის შორის ჩატარდა, რომელიც ვილიამსმა მოიგო.  

ქალთა შორის მეოთხედ ფინალში გადავიდა ასევე ამერიკელი სლოან სტეფენსი, რომელმაც ბელგიელი ჩოგანი ელის მერტენსი დაამარცხა.



მსგავსი ინფორმაციები