დღეს ევროლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართება

ბეშიქთაში პარტიზანს მასპინძლობს

thumbs_b_c_b6ab7b112ac60a61c8b5c79b9ba97b68.jpg
thumbs_b_c_431b78f8f433799137ea9059dc21458b.jpg

დღეს,  UEFA-ს ევროლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართება. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში, თურქეთის წარმომადგენელი „ბეშიქთაში“ საკუთარ სტადიონზე სერბეთის „პარტიზან“-ს უმასპინძლებს. სტამბოლში ვოდაფონ პარკის სტადიონზე გასამართი ბეშიქთაშ-პარტიზანის მატჩი თურქეთის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამ კუბებს შორის სერბეთში პარტიზანის მასპინძლობით გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. თურქეთის წარმომადგენელს ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ყოველგვარი გამარჯვება ან კიდევ ფრედ 0-0 აწყობს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მატჩი ისევ ფრედ 1-1 დასრულდება, მაშინ ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დრო დაინიშნება, ხოლო შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პენალტების სერიები და ასე გამოვლინდება ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა.  



მსგავსი ინფორმაციები