რამილ გულიევი ევროპის ჩემპიონია

თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა რამილ გულიევმა 19,76 წამის შედეგით ჩემპიონობა მოიპოვა

რამილ გულიევი ევროპის ჩემპიონია
რამილ გულიევი ევროპის ჩემპიონია
რამილ გულიევი ევროპის ჩემპიონია

თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა რამილ გულიევმა 19,76 წამის შედეგით ჩემპიონობა მოიპოვა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საღამოს სეანსზე მამაკაცებს შორის 200 მეტრზე რბენაში ფინალური ბრძოლა გაიმართა.

თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა რამილ გულიევმა 19,76 წამის შედეგით ჩემპიონობა მოიპოვა და ამავდროულად თურქეთის რეკორდი დაამყარა.

2017 წლის ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მფლობელი გულიევი კარიერაში პირველი ევროპის ჩემპიონი რეკორდის დამყარებით გახდა.

დიდი ბრიტანეთიდან ნეთანელ მიშელ-ბლეკი 20,04 წამით ვერცხლის, შვეიცარიელი ალექს ვილსონი კი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.



მსგავსი ინფორმაციები