თურქმა მოჭიდავე გოგონებმა იმარჯვეს

მათ რომში მესამე ადგილი დაიკავეს

თურქმა მოჭიდავე გოგონებმა იმარჯვეს

 

ევროპის ახალგაზრდათა ჩემპიონატში ჭიდაობაში, თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა ზეინეპ იეთგილმა ოქროს და ასლი დემირმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

იტალიის დედაქალაქი რომში მიმდინარე ჩემპიონატის მეხუთე დღეს, ქალთა ჩემპიონატში ხალიჩაზე გამოსულმა ზეინეპ იეთგილმა 53 კგ-ის წონითი კატეგორიის ფინალში ქულებით დაამარცხა  აზერბაიჯანელი მეტოქე ტატიანა ვარანცოვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ასლი დემირმა კი, რომელიც 65 კგ-მ წონით კატეგორიაში იბრძოდა, მესამე ადგილისათვის ბრძოლაში უნგრელი მეტოქე ნოემე სზაბადოსი 5-3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

თურქეთის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა რომის ჩემპიონატზე სულ 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებების შემდეგ მესამე გუნდური ადგილი დაიკავეს



მსგავსი ინფორმაციები