ენეს იაშარმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა შორის, თურქმა სპორტსმენმა ენეს იაშარმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ენეს იაშარმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა შორის, თურქმა სპორტსმენმა ენეს იაშარმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თურქეთის ძალოსნობის ფედერაციაში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 წლამდელებს შორის 77 კილოგრამი წონით კატეგორიაში მოასპარეზე ენეს იაშარმა ატაცში 134 კილოგრამი აწია, რიტაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აკვრაში ენესმა 153 კილოგრამი აწია და ამ კატეგორიაში მეხუთე ადგილზე გავიდა, მთლიანობაში კი 287 კილოგრამით მეოთხე ადგილზე მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატზე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა შორის თურქეთმა დღემდე 4 ოქროს, 13 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს, მთლიანობაში 31 მედალი მოიპოვა.



მსგავსი ინფორმაციები