მსოფლიო ჩემპიონატი ფინალს უახლოვდება

ხორვატია-ინგლისის მატჩი თურქეთის დროით 21:00 საათზე დაიწყება

2018-07-07T210527Z_140466657_RC1F0DE14C50_RTRMADP_3_SOCCER-WORLDCUP-RUS-CRO.JPG

დღეს,  რუსეთში მიმდინარე 2018 წლის FIFA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე  ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. მოსკოვში “ლუჟნიკი“-ს სტადიონზე გასამართი,  ხორვატია-ინგლისის მატჩი  თურქეთის დროით 21:00 საათზე დაიწყება და TRT1, TRT4K და fifa2018.trtspor.com.tr-ს მეშვეობით პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული.  მატჩის მთავარი მსაჯი თურქი,  ჯიუნეთ ჩაქირი იქნება. დღევანდელი გამარჯვებული კი 15 ივლისს ფინალში  საფრანგეთის მეტოქე გახდება. საფრანგეთმა კი ნახევარფინალში ბელგია 1-0 დაამარცხა და პირველი ფინალისტი გახდა. საფრანგეთის გოლი  51-ე წუთზე,  სამუელ უმტიტიმ გაიტანა.



მსგავსი ინფორმაციები