ნიონში ნახევარფინალისტების წილისყრა გაიმართა

პირველი ნახევარფინალური მატჩები 26 აპრილს, ხოლო საპასუხო კი 3 მაისს შესდგება

ნიონში ნახევარფინალისტების წილისყრა გაიმართა

 

უეფას თასის ნახევარფინალში გასული კლუბების წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონის შტაბ ბინაში გაიმართა.

ამ წილისყრის შედეგად ინგლისის წარმომადგენელი არსენალი, ესპანეთის კლუბს ატლეტიკოს შეხვდება და პირველი მატჩი ინგლისში ჩატარდება.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში, საფრანგეთის  ქალაქ მარსელის კლუბი ოლიმპიკი, ავსტრიის ზალცბურგს უმასპინძლებს.

პირველი ნახევარფინალური მატჩები 26 აპრილს, ხოლო საპასუხო კი 3 მაისს შესდგება.

უეფას თასის ფინალურ შეხვედრას 16 მაისს საფრანგეთის ქალაქი ლიონი უმასპინძლებს



მსგავსი ინფორმაციები