პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

პელე  საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინგლისი ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის (FWA) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვირის ბოლოს პელე, მისი   სახელით გასამართ ვახშამს უნდა დასწრებოდა, მაგრამ მას გული წაუვიდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა უკეთ არის, მაგრამ  გულის წასვლა  ზედმეტმა გადაღლამ გამოიწვია. 77 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბოლოს მიმდინარე  კვირის დასაწყისში, რიო-დე-ჟანეირო ერთ-ერთ ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პელე რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას ვერ დაესწრო. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული.



მსგავსი ინფორმაციები