რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას ვერ დაესწრება

რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას ვერ დაესწრება

რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას ვერ დაესწრება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC)  მიერ გამოტანილი ვერდიქტით, რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან გარიცხულ იქნა. შვეიცარიის ქალაქ, ლისაბონში შეკრებილმა კომიტეტმა, მისი დასრულების შემდეგ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც რუსეთი  2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაიშვება. მიზეზად კი რუსი სპორტსმენებიც დოპინგის მიღებაში მხილება დასახელდა. მეორეს მხრივ,  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტის წევრმა და დუმის პარლამენტარმა, იგორ ლებედევმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოლიმპიური კომიტეტის ასეთი გადაწყვეტილება, რუსეთის მსგავსი ძლიერი ქვეყნის დამცირებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოლიმპიური კომიტეტისათვის შესაბამის პასუხის გაცემა, მის მიმართ ბოიკოტის გამოცხადებით შეიძლება. ამ ფაქტს, რუსეთის ახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან, რუსეთში, ოლიმპიადის შესახებ არანაირი  მაუწყებლობა არ შედგება.



მსგავსი ინფორმაციები