პირველი ნახევარფინალისტები ცნობილია

დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი

პირველი ნახევარფინალისტები ცნობილია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარფინალისტები გუშინ გამართული მატჩებით ცნობილი გახდა. ესპანეთის წარმომადგენელმა მადრიდის ატლეტიკომ, რომელსაც პირველ მატჩში საკუთარ სტადიონზე ინგლისური კლუბი ლესტერი 1-0 ჰყავდა დამარცხებული, მათ  შორის გამართული საპასუხო მატჩი 1-1 დასრულდა რა, ამ ანგარიშით ესპანეთის წარმომადგენელმა ნახევარფინალში გასვლის უფლება მოიპოვა.  გუშინ გამართულ მეორე მატჩში მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს მასპინძლობდა და მატჩი 1-2 სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა. წინა მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე ნახევარფინალისტის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო რა, საბოლოოდ მატჩი რეალმა ბაიერნი 4-2 დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლის უფლება მოიპოვა.

დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. დღევანდელი პროგრამა ასეთია:

მონაკო (საფრანგეთი)-დორტმუნდი (გერმანია) 

ბარსელონა (ესპანეთი)-იუვენტუსი (იტალია)

ორივე დღის მატჩები თურქეთის დროით 21:45 წუთზე დაიწყება.



მსგავსი ინფორმაციები