საფრანგეთის ველოტური გრძელდება

დღეს მე-17 ეტაპი შესდგება

68156
საფრანგეთის ველოტური გრძელდება



საფრანგეთში გრძელდება ველოტური და დღეს 124 კმ-იანი მე-17 ეტაპი შესდგება.

გუშინდელ მე-16 ეტაპზე გარგასსონე-ბაგნერეს დე ლუჩონს შორის 237 კმ-იანი მონაკვეთი მოიგო ტინკოფ-საქსოს გუნდის ავსტრალიელმა ველოსიპედისტმა, 35 წლის მაიკლ როჯერსმა.

მე-17 ეტაპის წინ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ველოტურს გამოეთიშნენ გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი რუი კოსტა და კიდევ ამერიკელი ახალგაზრდა ვარსკვლავი სიმონ იატესი, ასე რომ, წლევანდელი შეჯიბრი უკვე დასტოვა სულ 29 სპორტსმენმა.

16 ეტაპის შემდეგ ველოტურს იტალიელი ვინჩენზო ნიბალი ლიდერობს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები