პაკისტანი თეირანში დელეგაციას აგზავნის

პაკისტანი, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თეირანში დელეგაციას აგზავნის

1147278
პაკისტანი თეირანში დელეგაციას აგზავნის

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შახ მაჰმუდ კურეშიმ განაცხადა, რომ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თეირანში დელეგაციას გააგზავნიან.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, კურეშისა და საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯევად ზარიფს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კურეშიმ დაგმო სისტან-ბელუჩისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტი, რომელსაც რევოლუციური გვარდიის წევრი 27 სამხედრო ემსხვერპლა და დასძინა, რომ ირანის სათანადო ორგანოებში შეხვედრების გასამართად პაკისტანიდან თეირანში სპეციალისტთა დელეგაციას გააგზავნიან.  

კურეშის განცხადებით, მომხდარის გამოსაძიებლად და ტერორგანიზაციებთან საბრძოლველად პაკისტანი ირანთა ყველა სახის თანამშრომლობისთვის მზად არის.

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტან-ბელუჩისტანის პროვინციაში ქალაქ ზაჰიდანში ხუთშაბათს დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის შედეგად რევოლუციური გვარდიის არმიის წევრი 27 სამხედრო დაიღუპა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ჯეუშულ ადლმა აიღო.



მსგავსი ინფორმაციები