კვიპროსის ლიდერები ერთმანეთს 27 თებერვალს შეხვდებიან

შეხვედრა ბუფერულ ზონაში შესდგება

კვიპროსის ლიდერები ერთმანეთს 27 თებერვალს შეხვდებიან

 

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერ მუსტაფა აქინჩისა და სამხრეთ კვიპროსის ლიდერ ნიკოს ანასტასიადისს შორის მორიგი პირისპირი შეხვედრა 26 თებერვალს შესდგება.

ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეხვედრა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კვიპროსში და UNFICYP-ის კვიპროსის მისიის ხელმძღვანელის, ელიზაბეტ სპეჰარის ორგანიზებით ბუფერულ ზონაში,  "არაფორმალურ" ფორმატში ჩატარდება.

კვიპროსის ლიდერებს შორის ბოლო შეხვედრა 2018 წლის 26 ოქტომბერს კვლავ ბუფერულ ზონაში შესდგა და წინა შეხვედრების მსგავსად, ისიც უშედეგოდ დასრულდა



მსგავსი ინფორმაციები