ბერძენმა პარლამენტარებმა მიიღეს პრესპას შეთანხმება

მაკედონიას გზა გაეხსნა ნატოში გაწევრიანებისკენ

ბერძენმა პარლამენტარებმა მიიღეს პრესპას შეთანხმება

 

საბერძნეთის პარლამენტმა, მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

300 სავარძლიან  პარლამენტში, კენჭისყრის პროცედურაში 294 დეპუტატი მონაწილეობდა და 140 უარყოფითი ხმის წინააღმდეგ, მას დადებითი ხმა მისცა 153-მა დეპუტატმა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოსულმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ყველას მადლობა გამოუცხადა.

"მიუხედავად დიდი მუქარებისა და შანტაჟებისა, ჩვენ მაინც შევასრულეთ ჩვენი პატრიოტული ვალი", ხაზგასმით აღნიშნა ციპრასმა.

ბალკანეთის ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს, საბერძნეთსა და მაკედონიას შორის, ამ უკანასკნელის სახელის თაობაზე კონფლიქტი, მისი იუგოსლავიიდან გამოყოფისა და 1991 წლიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების აქეთ მიმდინარებდა, მაგრამ, მას ბოლო წერტილი დაუსვა 2018 წლის 17 ივნისს, ორი ქვეყანის პრემიერ-მინისტრებს შორის ხელმოწერილმა ე.წ. პრესპას შეთანხმებამ, რომლითაც მაკედონიის სახელწოდება შეიცვალა და ამიერიდან იგი "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა" იქნება, ხოლო საბერძნეთი კი აღარ შეეწინააღმდეგება მის გაწევრიანებას ნატოში და ევროკავშირში



მსგავსი ინფორმაციები