ირანმა პაკისტანის საზღვართან სარადარო სადგური გახსნა

აშშ-ს მხრიდან ავღანეთში და პაკისტანში შეიარაღებული ძალების კონტროლის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონის კონტროლს,  თეირანი ერთგვარ საფრთხედ აღიქვამს

ირანმა პაკისტანის საზღვართან სარადარო სადგური გახსნა

ირანმა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ეროვნული წარმოების სარადარო სადგური გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. „ვაჰდეთ-ი ბეირექ“ სახელწოდების სარადარო სადგური,   ჰათემულ ენბიას  საჰაერო თავდაცვის ბაზა მეთაურის,  ბრიგადის გენერალის,  ალი რიზა საბაჰი-ფერდის მონაწილეობით საზეიმო ვითარებაში  გაიხსნა. აღნიშნული სარადარო სადგური მთლიანად ადგილობრივი შესაძლებლობით დამზადდა მაგრამ, მისი ფუნქციების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ირან-პაკისტანის საზღვარზე  ბოლო დროს, შეიარაღებული დაჯგუფებებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება. მეორეს მხრივ,  აშშ-ს მხრიდან ავღანეთში და პაკისტანში შეიარაღებული ძალების კონტროლის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონის კონტროლს,  თეირანი ერთგვარ საფრთხედ აღიქვამს.



მსგავსი ინფორმაციები