დღეს საქართველოში გლოვის დღეა

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოს დედაქალქ თბილისში ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაშავებულები თბილისის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მომხდარის შემდეგ ადგილზე მივიდნენ პრემიერმინისრტი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძეც. მეორეს მხრივ, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.



მსგავსი ინფორმაციები