ნიკოლ ფაშინიანი ისევ პრემიერია

არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის  განკარგულებას ხელი მოაწერა

1125444
ნიკოლ ფაშინიანი ისევ პრემიერია

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის  განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას,  სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის  მქონე პარტიის პრემიერმინისტრს კანდიდატს პრეზიდენტი ნიშნავს.  სომხეთში გასული წლის დეკემბრის თვეში გამართულ არჩევნებში ხმათა 70,4%-ით პოლიტიკურმა გაერთიანება, „ჩემი ნაბიჯი“ გაიმარჯვა. სომხეთში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები