ზარიფიმ მკაცრი პასუხი გასცა პომპეოს განცხადებას

“ირანი ვერ გახდება ისეთი “ნორმალური“ სახელმწიფო, როგორიც სურს აშშ-ს“

ზარიფიმ მკაცრი პასუხი გასცა პომპეოს განცხადებას

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფიმ, სოციალური მედიის საშუალებით  უპასუხა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებებს ირანის შესახებ და აღნიშნა: ირანი ვერ გახდება ისეთი “ნორმალური“ სახელმწიფო, როგორიც სურს აშშ-ს და საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ მან დაკარგა თეირანი.

“ამერიკამ ყველგან, სადაც კი ფეხი დაადგა, ქაოსი, ჩაგვრა და სიძულვილი მძვინვარებს. ირანი მხოლოდ მაშინ გახდება აშშ-ის მარიონეტული რეჟიმი და მისი ნება-სურვილის განმხორციელებელი, როდესაც ჯოჯოხეთს ყინული მოეკიდება. ასე რომ, ამერიკამ უმჯობესია მიიღოს ის რეალობა, რომ მან თეირანი დაკარგა", ხაზგასმულია ზარიფის მესიჯში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ,  იორდანიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მათ სურთ, ირანი იყოს ჩვეულებრივი, “ნორმალური“ ქვეყანა და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე  დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას და სანქციებს გააორმაგებენ



მსგავსი ინფორმაციები