ციპრასმა გერმანელი კოლეგა მიიღო

მან მხარი დაუჭირა თურქეთის ეკ-ში გაწევრიანებას

ციპრასმა გერმანელი კოლეგა მიიღო

 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებას მხარდაჭერა უნდა გაუწიონ.

ეს განცხადება მან, ათენში ვიზიტად მყოფი გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

"თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება სასარგებლო იქნება როგორც თვით თურქი ხალხისათვის, ასევე მეტად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც“ განაცხადა მან.

საბერძნეთის პრემიერის თქმითვე, მერკელთან მან თურქულ-ბერძნული ურთიერთობები და კვიპროსში მიმდინარე მოვლენებიც განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ კვიპროსის პრობლემის სამართლიანი და საბოლოო გადაწყვეტის მიზნით გამოჩენილ ყველანაირ ძალისხმევას აუცილებლად დაუჭერენ მხარს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი ევროკავშირსა და თურქეთს  შორის გაფორმებული რეადმისისს ხელშეკრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მისით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვათ



მსგავსი ინფორმაციები