ალექსის ციპრასი  თებერვალში თურქეთს ეწვევა

ალექსის ციპრასი  თებერვალში თურქეთს ეწვევა

ალექსის ციპრასი  თებერვალში თურქეთს ეწვევა

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ თებერვლის თვეში თურქეთში ჩავა. ალექსის ციპრასმა ბერძნულ ტელეარხ,  Open TV-ისთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით თებერვლის თვის დასაწყისში თურქეთში ჩავა, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ციპრასმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არსებობს, აუცილებელია  კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს. „ერდოღანთან კომუნიკაციების არხის ღიად დატოვება მნიშვნელოვანია. ისედაც ყოველ 2-3 თვეში საერთაშორისო შეხვედრებზე მასთან პირისპირ შეხვედრას ვმართავ. რა თქმა უნდა მაღალი რანგის წარმომადგენელთან ახლო ურთიერთობა,  პრობლემების მოლაპარაკების გზით მოგვარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,“ განაცხადა ალექსის ციპრასმა.



მსგავსი ინფორმაციები