ისრაელის სამხედროებმა კიდევ 21 პალესტინელი დააკავეს

ისრაელის ციხეებში 6500 პალესტინელი იმყოფება, მათ შორის 270 ბავშვია

ისრაელის სამხედროებმა კიდევ 21 პალესტინელი დააკავეს

ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 21 პალესტინელი დააკავეს. ისრაელის ჯარებიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ღამის საათებში ჩატარებული ოპერაციების დროს 21 პალესტინელი დააკავეს, რომლებიც თითქოს და ‘ტერორისტულ აქტებში’ მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით დაკავებული პალესტინელები დაკითხვის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის სამხედროები პალესტინელების სახლებში უკანონო ჩხრეკებს ხშირად აწარმოებენ. პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ისრაელის ციხეებში 6500 პალესტინელი იმყოფება, მათ შორის 270 ბავშვია.



მსგავსი ინფორმაციები