საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

1096287
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 08.00 საათზე დაიწყო.

საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქვეყანაში 3 მილიონ 428 ათას 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებს 1300 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.

არჩევნების პირველ ტურში მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64%, ოპოზიციური კოალიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74% მოაგროვეს.



მსგავსი ინფორმაციები