საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცნობილია

მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებენ

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცნობილია

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეორე ტურში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებენ. საქართველოში  28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50+1 ხმა ვერ მოაგროვა, ამიტომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. პირველ ტურში კი მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64%-ი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის  კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძემ 37,74%-ი მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები