აქტუალური თემის ანალიზი 44.2018

ოთხმხრივი სამიტის შემდეგ სირია

აქტუალური თემის ანალიზი 44.2018

აქტუალური თემის ანალიზი 44/2018

ოთხმხრივი სამიტის შემდეგ სირია

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

სტამბოლში საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით გამართულ ოთხმხრივ სამიტზე სირიაში მშვიდობის დასამყარებლად საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, სირიაში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. ამ ასპექტში სირია-ერაყის საზღვარზე DAEŞ-ის და YPG-ს ტერორგანიზაციებს შორის მიმდინარე შეტაკებები, სირია-თურქეთის სასაზღვრო ხაზზე YPG-ს მხრიდან პროვოკაციული ცეცხლის გახსნა და თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბილი YPG-ს საცეცხლე წერტილები და იდლიბის რეგიონში არსებულ ჯგუფებს შორის შეტაკებები, სირიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმის საჭიროების მაჩვენებელია.  

სტამბოლში შეკრებილი 4 ქვეყნის ლიდერებმა სირიაში მშვიდობის დამყარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. განსაკუთრებით საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნისათვის მიღებული გადაწყვეტილება სირიის მომავალზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კონსტიტუციის შექმნა სირიაში მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პრობლემის სრულ მოგვარებას არ ნიშნავს. კონსტიტუციის შექმნის შემდეგ მისთვის სირიის მოსახლეობის მხრიდან ხმის მიცემის პროცესი ძალზედ ბევრ დაბრკოლებას შეიცავს, რომელთა გადალახვაც რთულია. ისეთ პირობებში, როდესაც მილიონობით სირიელი საზღვრებს გარეთაა, მილიონობით სირიელი სირიის შიგნით იძულებული გახდა ადგილი ეცვალა და სირიელებს ასადის რეჟიმის პოზიციის გამო პასპორტის მსგავსი მნიშვნელოვანი დოკუმენტების აღებაში ხელს უშლიან, ამ არჩევნების ჩატარება ძნელი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია მიღებული დანარჩენი გადაწყვეტილებები როგორებიცაა იდლიბისთვის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება, ტერორგანიზაციებთან  და სეპარატისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გაგრძელება. შედეგად YPG-ს მსგავსი სირიის ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემქმნელი ფორმირებებისათვის ხელის შეშლისათვის თურქეთის ძალისხმევამ დიპლომატიის კუთხით წარმატებას მიაღწია.  

რაც შეხება სირიაში განვითარებულ მოვლენებს, სირია-ერაყის საზღვარზე ტერორგანიზაციებს YPG-სა და DAEŞ-ს შორის მიმდინარე შეტაკებებში ახალი მოვლენები მოხდა. YPG-მ აშშ-ს, საფრანგეთისა და იტალიის სპეცდანიშნულების ძალების მხარდაჭერით DAEŞ-ის კონტროლირებად ჰაჯინზე თვეების წინ ოპერაცია დაიწყო. DAEŞ-მა რეგიონში წარმოქმნილი ქვიშის ქარიშხლით ისარგებლა და რეგიონები, რომლებზეც YPG თვეების განმავლობაში კონტროლის დამყარებას ცდილობდა, რამდენიმე დღეში აიღო. ამით DAEŞ-ის მილიტანები ერაყის საზღვართან ისევ მივიდნენ. ერაყმა კი DAEŞ-ის შესაძლო თავდასხმის საწინააღმდეგოდ ზომები გაატარა და რეგიონში „ჰაშდი შაბის“ ძალები გადაისროლა. რეგიონში DAEŞ-ის წინსვლასთან ერთად, მხარდასაჭერად გაგზავნილმა YPG-ს მილიტანებმა საერთაშორისო კოალიციის დახმარების მიუხედავად DAEŞ-ის წინსვლა ვერ შეაჩერეს. იბადება მნიშვნელოვან კითხვის ნიშანი, DAEŞ-თან ბრძოლის მომიზეზებით საკუთარი თავის ლეგიტიმურობის უზრუნველმყოფ YPG-ს რამდენად სურს DAEŞ-ის მთლიანად განადგურება.    

YPG-ს სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში DAEŞ-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ სირიის ჩრდილოეთში თურქეთთან საზღვრის ხაზზე მცირე მასშტაბის რამდენიმე შეტაკება მოხდა და თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვა განხორციელდა. აინ ალ არაბის დასავლეთით მდებარე საზღვრის ხაზის მაღლობებზე თურქეთისათვის საფრთხის შემცველი გამაგრებების შემქმნელი YPG-ს საცეცხლე წერტილები თურქულმა არტილერიამ გაანადგურა. ამის შემდეგ კი ტალ აბიადის საზღვრის ხაზზე თურქ სამხედროებსა და YPG-ს ტერორისტებს შორის შეტაკება მოხდა. მომდევნო დღეს ისევ აინ ალ არაბის დასავლეთში დაბომბილი YPG-ს საცეცხლე წერტილებიდან თურქეთის საზღვრებს შიგნით მყოფ ჯავშან ტრანსპორტს მართვადი ანტისატანკო რაკეტა ესროლეს. YPG-ს ოფიციალურ გვერდებზე თავდამსხმის ამსახველი კადრები გავრცელდა.  ამ ფაქტის შემდეგ, YPG-ს ჰაჯინის ხაზზე DAEŞ-ის წინააღმდეგ ოპერაციის თურქეთის მხრიდან დაბომბვების გამო შეჩერების თაობაზე გაკეთებული განცხადება სინამდვილეში აჩვენებს YPG საკუთარი მიზნებისთვის DAEŞ-ს როგორ იყენებს ინსტრუმენტად.

მეორე თემა კი იდლიბის რეგიონში მომხდარი შეტაკებებია. სოჭის შეთანხმებით იდლიბზე შესაძლო თავდასხმა აღკვეთილი იქნა. რამდენიმე დღის უკან კი იდლიბის რეგიონში ტერორგანიზაცია „ჰეიეთ თაჰრირ უშ შამსა“ და მოძრაობა „ნურედინ ზენგის“ შორის შეტაკებები მოხდა. სირიელი ოპოზიციის „ჰეიეთ თაჰრირ უშ შამის“ წინააღმდეგ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ეს აჩვენებს რეგიონში დინამიკა რამდენად არეულია. სირიაში მშვიდობის დასამყარებლად იდლიბში საბოლოო მშვიდობის დამყარების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები