იბრაჰიმ ქალინმა აშშ-ს ირანისადმი დაწესებული სანქციები შეაფასა

იბრაჰიმ ქალინმა აშშ-ს ირანისადმი დაწესებული სანქციები შეაფასა

იბრაჰიმ ქალინმა აშშ-ს ირანისადმი დაწესებული სანქციები შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა აშშ-ს მიერ, ირანისადმი დაწესებული სანქციები შეაფასა და მას „პოლიტიკური“ უწოდა. ქალინმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „აშშ-მ რომელიმე ქვეყანას სხვადასხვა მიზეზებით თუ სანქციები დაუწესა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესები უნდა დავთმოთ. ირანი ბირთვულ შეთანხმებას ასრულებდა, ამიტომ აშშ-ს მიერ თეირანისადმი ახალი სანქციების დაწესება შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურია,“ განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა. თეირანის მთავრობასთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკამ  ცალმხრივად დატოვა რის შემდეგაც  ირანისადმი დაწესებული სანქციების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ხოლო მეორე ეტაპი 5 ნოემბერს აამოქმედა.  



მსგავსი ინფორმაციები