ბაღდადი ექვსმა ტერაქტმა შესძრა

დაიღუპა 8, დაიჭრა 16 კაცი

1081390
ბაღდადი ექვსმა ტერაქტმა შესძრა

 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სხვადასხვა რეგიონში ზედიზედ  მომხდარი 6 აფეთქებების შედეგად მთლიანობაში 8 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა.

პოლიციიდან გავრცელებული განცხადებით, პირველი 2 აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე ადენის მოედანზე და შულეს უბანში მოხდა და ამ ტერაქტებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 6 დაშავდა. მომდევნო 3 აფეთქება კი დედაქალაქის აღმოსავლეთში მდებარე სადრის, მასეშის და ჰაბიბიეს რაიონებში მოხდა და 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა, ხოლო კიდევ სამი ადამიანი კი დედაქალაქის სამხრეთით მდებარე ერთ ერთი სავაჭრო ცენტრის მახლობლად აფეთქებული ბომბის შედეგად დაიჭრა.

ამ აფეთქებებზე ჯერ ჯერობით არავინ არ აიღო პასუხისმგებლობა, თუმცა ხელისუფლება დეაშზე მიანიშნებს.

ერაყის ხელისუფლებამ 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ ქვეყნის მთლიანი ტერიტორია გაათავისუფლეს  DEAŞ-გან, თუმცა, დრო და დრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ ხდება მსგავსი ტერაქტები



მსგავსი ინფორმაციები