აქტუალური თემის ანალიზი 42.2018

სოჭის პროცესი და S300-ების განლაგება სირიაში

აქტუალური თემის ანალიზი 42.2018

აქტუალური თემის ანალიზი 42/2018

სოჭის პროცესი და S300-ების განლაგება სირიაში

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

         სირიაში გასულ პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა განვითარდა. რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ასადის რეჟიმის იდლიბზე შესაძლო თავდასხმა თურქეთის მტკიცე პოზიციით აღიკვეთა და სოჭის სამიტზე თურქეთსა და რუსეთს შორის შეთანხმება გაფორმდა. სოჭის შეთანხმებამ იდლიბი, სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, შესაძლო თავდასხმისა და ჰუმანიტარული კრიზისისგან დაიცვა და რუსული და თურქულ მხარეებს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. შეთანხმების მიხედვით, 15-20 კილომეტრის სიფართის განიარაღებული ზონა შეიქმნება,  M4 და M5 მაგისტრალები თავისუფალი ვაჭრობისთვის გაიხსნება, თურქი და რუსი სამხედროები ფრონტის ხაზის ორივე მხარეზე პატრულირებას განახორციელებენ და თურქული და რუსული უპილოტო საფრენი აპარატები კი იდლიბის თავზე შეასრულებენ საპატრულო მოქმედებებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რუსული ილ-20 ტიპის თვითმფრინავის ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს შეცდომით ასადის რეჟიმის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდება. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, ისრაელმა კი პასუხისმგებლად ასადის რეჟიმის უცოდინრობა დაასახელა. მომხდარზე საპასუხოდ რუსეთმა ასადის რეჟიმს S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა. 

თურქეთსა და რუსეთს შორის მიღწეული სოჭის შეთანხმების იდლიბის რეგიონში განხორციელების საკითხში თურქეთსა და რუსეთს დიდი როლი ეკისრება. შეთანხმების შესრულება თურქეთის კუთხით ზოგიერთ რისკსა და სირთულეს შეიცავს. მეორეს მხრივ თურქეთს სოჭის შეთანხმების შესასრულებლად ხელთ ბევრი საშუალება აქვს.  თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი და სირთულე იდლიბის რეგიონში არსებული რადიკალური ჯგუფებია. „ჰეიეთ თაჰრირ უშ შამის“ მსგავსი რადიკალური დაჯგუფებების არსებობა სოჭის შეთანხმების მიხედვით, განიარაღებულ ზონაში უნდა დასრულდეს. ამის უზრუნველსაყოფად თურქეთი ერთის მხრივ საჭირო ნაბიჯებს დგამს, მეორეს მხრივ მის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციით საჭირო ზეწოლა უნდა განახორციელოს. 

სოჭის შეთანხმების თანახმად, განიარაღებული ზონიდან სირიულმა ოპოზიციამ მძიმე შეიარაღება იდლიბის შიდა ნაწილებისკენ უნდა წაიღოს. შედეგადად თურქი უფლებამოსილების ძალისხმევით სირიის ოპოზიციამ ფრონტის ხაზზე არსებული ტანკები, ნაღმტყორცნები, სარაკეტო დანადგარები იდლიბის შიდა ნაწილებისკენ გადაიტანა, თუმცა რეჟიმის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ შექმნილ თავდაცვის ხაზზე სამხედრო არსებობას განაგრძობს. მართვადი ანტი-სატანკო რაკეტები, მსუბუქი და საშუალო რადიუსის იარაღი, 23 მმ-იანი და 57 მმ-იანი იარაღებიც განიარაღებულ ზონაშია განლაგებული. ამ ასპექტში უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ განიარაღებული ზონა სინამდვილეში მოიერიშე მძიმე იარაღისგან განიარაღებული ზონაა.    

            რუსეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი სოჭის შეთანხმების შემდეგ იდლიბზე საჰაერო თავდასხმები შეწყდა და მშვიდობიანი მოსახელობა ისევ დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, რომ განსაკუთრებით ჩრდილოეთ ჰამას პერიფერიიდან წამოსულმა 60 ათასამდე მშვიდობიანმა ადამიანმა ისევ დაიწყო სახლებში დაბრუნება. თურქეთის დიპლომატიის დიდი წარმატებით 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე და ქონება დაცული იქნა.  

                    რაც შეეხება მეორე თემას, რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსმა უფლებამოსილებმა მკაცრი განცხადებები გააკეთეს და ისრაელი დაადანაშაულეს, თუმცა მოგვიანებით მოსკოვმა უფრო ზომიერი განცხადებები გააკეთა.  ისრაელ-რუსეთის დაძაბულობა კრიზისში არ გადაზრდილა, მაგრამ რუსეთმა ასადის რეჟიმს S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა, რითაც ისრაელის არეალი სირიის საჰაერო სივრცეში შეამცირა. ისრაელი დიდი ხანია სირიის საჰაერო სივრცის გამოყენებით სირიაში ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს აწარმოებდა. იმის გამო რომ ისრაელის თვითმფრინავების წინააღმდეგ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები არ ამოქმედებულა და რეჟიმის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი საკმარისი არ იყო, ისრაელი ოპერაციებს თავისუფლად ატარებდა. 

         მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ასადის რეჟიმისათვის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა თავდაპირველად ისრაელის საჰაერო ოპერაციის ჩატარების მასშტაბის შეზღუდვად იქნა შეფასებული, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემებს სხვა გავლენაც ექნება. რეჟიმის ამ კუთხით მასშტაბების გაზრდას არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ სირიის საჰაერო სივრცის გამომყენებელ ყველა მოთამაშეზე გავლენის მოხდენის პოტენციალი გააჩნია.  

 



მსგავსი ინფორმაციები