სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანის ქალაქ,  აჰვაზში გუშინ სამხედრო აღლუმის დროს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ირან-ერაყის ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ, აჰვაზში სამხედრო აღლუმის დროს მომხდარი თავდასხმის შედეგად ასევე 60 ადამიანიც დაშავდა. დაღუპულებს შორის 17 სამხედრო, ხოლო დანარჩენები სამოქალაქოები არიან. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“-ს უფროსმა რამაზან შერიფმა განაცხადა, რომ თავდასხმა ტერ ორგანიზაცია ელ-აჰვაზიემ განახორციელა. მისივე თქმით აღნიშნულ დაჯგუფებას საუდის არაბეთი უჭერს მხარს. ელ-აჰვაზიეს სახელწოდებით ცნობილი  „აჰვაზი-ს სახალხო დემოკრატიული ფრონტი“, ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოქმედი სეპარატისტული დაჯგუფებაა, რომლის მიზანიც დემოკრატიული არაბული ადმინისტრაციის შექმნაა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ,  ჯევად ზარიფის  მიერ სოციალურ ქსელ,  twitter-ის მეშვეობით გაკეთებული  განცხადებით კი, სამხედრო აღლუმზე თავდასხმა ტერორისტების რეგიონული სპონსორებისა და ამერიკელი ინსტრუქტორების ხელშეწყობით განხორციელდა. მეორეს მხრივ, ირანის გენშტაბის პრესსპიკერის განცხადებით, დაჯგუფება ალ-აჰვაზიემ აღნიშნული თავდასხმა აშშ-ს, ისრაელის და საუდის არაბეთის მხარდაჭერით განახორციელა, რომელსაც უპასუხოდ არ დატოვებენ.



მსგავსი ინფორმაციები