პუტინსა და ერდოღანს შორის პირისპირი შეხვედრა დაიწყო

მათ შეხვედრის დაწყებამდე მოკლე განცხადებები გაავრცელეს

პუტინსა და ერდოღანს შორის პირისპირი შეხვედრა დაიწყო

 

ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ ერდოღანმა პირისპირი შეხვედრის დაწყებამდის მოკლე განცხადებები გაავრცელეს.

თურქი პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ თუ სხვა მრავალ საკითხებში ურთიერთ აზრების გაცვლა მათ შეხედულებებს კიდევ უფრო გააძლიერებს, შეხვედრას ერთობლივი დეკლარაციით დაასრულებენ და იგი მთელს რეგიონს ახალ იმედებს გაუჩენს.

პუტინის განცხადებით კი მათ მრავალი განსახილველი თემა აქვთ, რომლებთაგანაც ზოგიერთები ძალზედ რთულია, ამიტომაც შეეცდებიან მათ მიმართ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებასაც და მათი მოგვარების გზებზეც ისაუბრებენ.

"თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დადებითი გზით ვითარდება, საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება ვაჭრობაც, ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების კუთხითაც უმჯობესდება. გარდა ამისა, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკის სფეროშიც", განაცხადა პუტინმა.

ორი ლიდერი ძირითად ყურადღებას სირიის იდლიბის პროვინციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაუთმობენ. ერდოღანი, პუტინის ყურადღებას გაამახვილებინებს იდლიბში თავდასხმის შემთხვევაში ლტოლვილების ახალ ტალღაზე, რეგიონში მომსახურე თურქი სამხედრო შენაერთების უსაფრთხოებაზე, კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტაზე და ა.შ.

გარდა ამისა, საუბრის დროს ლიდერები, ორმხრივ ურთიერთობების და ეკონომიკური და ენერგეტიკული ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება-გაღრმავების საკითხებსაც განიხილავენ.

ამ შეხვედრის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს გენერალური ასამბლეის სირიის შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც დაგეგმილია 26 სექტემბრისათვის. ერდოღან-პუტინს შორის ბოლო შეხვედრა 7 სექტემბერს თეირანში შესდგა.



მსგავსი ინფორმაციები