იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისი თურქეთის ინტენსიური ძალისხმებით აღიკვეთა

იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისი თურქეთის ინტენსიური ძალისხმებით აღიკვეთა

იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისი თურქეთის ინტენსიური ძალისხმებით აღიკვეთა

იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისი თურქეთის ინტენსიური ძალისხმებით აღიკვეთა. თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და თავის რუსმა კოლეგა, ვლადიმერ პუტინმა ბოლო ათი დღის განმავლობაში მეორედ გამართეს პირისპირ შეხვედრა. ერდოღანი და პუტინი დღევანდელ შეხვედრაზე, სირიის იდლიბის რეგიონის დემილიტარიზებულ  ზონად გამოცხადებაზე შეთანხმდნენ. ორი ქვენის ლიდერმა დღეს, სოჭში პირისპირ და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციის დროს გნაცხადა, რომ ერდოღანთან შეხვედრის დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები  და სხვა საკითხები განიხილეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებზე ეროვნული ვალუტის გამოყენების საკითხებიც განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს ისიც აღნიშნა, რომ მათი შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა, იდლიბის საკითხი გახლდათ და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. ერთოთობლივი პრესკონფერენციის დროს ერდოღანმა კი განაცხადა, რომ რუსეთში ვიწიტის გამო კმაყოფილია რა, ამ ვიზიტის დროს ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. „პუტინთან ერთად ორმხრივი ურთიერთობები და  სირიის საკითხი განვიხილეთ. იდლიბში მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან დემილიტარიზებული  ზონის გამოცხადების საკითხზე და ამ თვალსაზრისით, როგორც ოპოზიციონერების ასევე, რეჟიმის   ძალების მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩენის საკითხზე შევთანხმდით. დემილიტარიზებულიზონის კონტროლი თურქ და რუს ძალების მხრიდან კოორდინირებულად უნდა იქნეს გაკონტროლებული, რაც იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისის შექმნის აღკვეთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. იმედს გამოვთქვამთ, რომ სირიის საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბების შემდეგ, ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდება და სირიის მოსახლეობა საკუთარ არჩევანს თვითონვე გააკეთებს. ტერორისტული ჯგუფები მხოლოდ იდლიბში არ იმყოფებიან, არამედ, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მოქმედი სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა, PYD-ც ერთგვარი საშიშროებაა,“ განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა და პუტინმა ბოლოს პირისპირ შეხვედრა 7 სექტემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში სამთა სამიტის დროს გამართეს.  



მსგავსი ინფორმაციები