აქტუალური თემის ანალიზი 37.2018

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ერაყში

აქტუალური თემის ანალიზი 37.2018

აქტუალური თემის ანალიზი 37.2018

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ერაყში

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

ერაყში არჩევნების ჩატარებიდან 4 თვის გასვლის მიუხედავად მთავრობა ვერ ჩამოაყალიბეს. ერაყის პოლიტიკური პარტიების კოალიციისა და მთავრობის შექმნის მცდელობები ისევ გრძელდება. მუქთედა ეს სადრის მოძრაობა „საირუნ“-მა, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა, მთავრობის შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მუქთედა ეს სადრის ლიდერობით „საირუნ“-მა, ერაყის პრემიერის ჰაიდარ ალ იბადის ლიდერობით „ნასრ“-მა, ამან ჰექიმის ლიდერობით „ჰიქმეთ“-მა და იად ალავის ლიდერობით „ვათანიე“-ს კოალიციამ ოთხმხრივი ალიანსის შექმნა გამოაცხადა. ამასთანავე კოალიციაში შევიდა ზოგიერთი სუნიტური პარტია და ქურთული ახალი თაობის მოძრაობა. თუმცა ერაყში ახალი მთავრობის კაბინეტის დასამტკიცებლად პარლამენტის მეორე სხდომაზე დეპუტატების საკმარისი რაოდენობა ვერ მოგროვდა და სხდომა 15 სექტემბრისთვის გადაიდო. ერაყის ყოფილმა პრემიერმა და კოალიცია „კანუნ დევლეთ“-ის ლიდერმა ნური ელ მალიქიმ და კოალიცია „ფათიჰი“-ს ლიდერმა ჰადი ამრიმ კოალიციის შექმნის თაობაზე განაცხადება გააკეთეს. ერაყის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის შექმნა ყველაზე დიდ კოალიციას ევალება და მაღალია იმ კოალიციის გამარჯვების შანსი, რომელსაც „სადრი“ უდგას სათავეში.  

ერაყის კონსტიტუციის მიხედვით, ახალი მთავრობის შესაქმნელად პარლამენტში გასამართ პირველ სხდომაზე სუნიტებიდან საჭირო იყო პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილებიან ენბარის გუბერნატორი მუჰამედ ალ ჰალბუსი, ვიცეპრეზიდენტი უსამა ენ ნუჯეიფი, მუჰამედ ტამიმი, რეშიდ ალ აზავი, აჰმედ ჯუბური და ტალალ ეზ ზუბაი. ორმა უდიდესმა ქურთულმა პარტიამ ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ და ქურთისტანის  პატრიოტთა ალიანსმა მთლიან ამ პროცესში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

ერაყში მთავრობის შექმნის პროცესზე ბევრი შიდა და გარე ფაქტორი მოქმედებს. ერაყში პოლიტიკურად, რელიგიურად და ეთნიკურად დაყოფილი  ბევრი სხვადასხვა ფენაა. ამასთანავე აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონკურენცია ერაყის პოლიტიკაზე საკმაოდ გავლენიანია. ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყის ყოფილი პრემიერს, ნური ელ მალიქის და ირანის მხარდაჭერილ ჰაშდი შაბის მიერ შექმნილ კოალიცია „ფეთიჰ“-ს ერაყის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჰაშდი შაბის სამხედრო სტრუქტურა ირანის მხარდაჭერილ კოალიციას პოლიტიკური ძალასთან ერთად დამატებით სამხედრო ძალასაც აძლევს. ლიბანში არსებული ჰეზბოლას მსგავსი სტრუქტურით ირანი ერაყში გავლენის არეალის განმტკიცებას ცდილობს.    

მეორეს მხრივ, აშშ ირანის ერაყში შეზღუდვას ცდილობს. ამერიკის დაეშ-თან ბრძოლის სპეციალური წარმომადგენელი ბრეტ მექგორკის ერაყელ პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებების დიპლომატია მთავრობის შექმნის მცდელობებზე გავლენას ახდენს. არსებობს ვარაუდი, რომ ბრეტ მექგორკის ქურთულ პარტია ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასა და ქურთისტანის პატრიოტთა ალიანსთან წარმოებული მოლაპარაკებების შესაბამისად ორი ქურთული პარტიის ირანის მხარდაჭერილ კოალიციასთან ერთად მოქმედება აღიკვეთა.   

ერაყში მთავრობის შექმნის სამუშაოები ასევე მნიშვნელოვანია თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის კუთხითაც. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელიც ჩრდილოეთ ერაყში პკკ-ს წინააღმდეგ ოპერაციას აგრძელებს, პკკ-ს შტაბებსა და მარშრუტებზე კონტროლი დაამყარა. ამასთანავე სინჯარის რეგიონში პკკ-ს წინააღმდეგ სპეცოპერაციებით წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება. ტერორგანიზაციის ეგრეთ წოდებული რეგიონის სარდალი ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად შეიარაღებული უპილიტო საფრენი აპარატით იქნა განეიტრალებული.

ერაყში მთავრობის შექმნის მცდელობებს თურქეთის ტერორთან ბრძოლაზე გავლენის მოხდენის პოტენციალი გააჩნია. ერაყის მთავრობის შექმნის შემთხვევაში, თურქეთის ერაყთან დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაბამისად შესაძლოა პკკ-ს წინააღმდეგ ოპერაციების მასშტაბები გაფართოვდეს. განსაკუთრებით ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მიერ პკკ-ს ფინანსური რესურსებისა და სინჯარში მისი სტრუქტურის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებისათვის შესაძლოა თურქეთმა ზეწოლა მოახდინოს.


საკვანძო სიტყვები: ერაყი , აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები