გლობალური პერსპექტივა 37.2018

საით მიდის სირია?

გლობალური პერსპექტივა 37.2018

გლობალური პერსპექტივა 37.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

საით მიდის სირია?

სირიაში ომი უკვე შვიდი წელია უწყვეტლივ გრძელდება. ასტანის პროცესის ფარგლებში დეესკალაციის ზონებად გამოცხადებული ოთხი რეგიონიდან იდლიბია დარჩენილი, სადაც ასადი რეჟიმისა და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დაბომბვებს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს. მთელი მსოფლიო ასევე მსჯელობს იმაზე თუ ამ თავდასხმების შემდეგ რამდენი მილიონი ადამიანი დატოვებს საკუთარ სახლკარს, ან კიდევ იქ ქიმიური იარაღი იქნება თუ არა გამოყენებული. ამ ყველაფრის მიმართ თვალყურის დევნება ისე ხდება, როგოც სატელევიზიო „სერიალებში“.

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ასტანის პროცესის მხარეები თურქეთი, ირანი და რუსეთი გასულ კვირას თეირანში შეიკრიბნენ, სადაც იდლიბის და ზოგადად სირიის საკითხი განიხილეს. თეირანის სამიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთი სირიის მოსახლეობის საკითხთან დაკავშირებით მარტოდ-მარტო არის რა, მთელი მსოფლიო იქ მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ შორიდან აკვირდება.  თურქეთის და რუსეთისგან ფარულად ირანის მხრიდან სამიტის პირდაპირ ეთერში გაშუქებამ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მსოფლიოსათვის ცხადჰყო. პირდაპირ ეთერში მსოფლიომ ნათლად იხილა, რომ ასტანის პროცესის მხარეებიდან თურქეთის გარდა მეორე ქვეყნების ლიდერებს სირიელების ბედი საერთოდ არ ადარდებთ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამიტზე რამოდენიმეჯერ გაჟღერა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა და განაცხადა, რომ ამჟამად თურქეთი 4,5 მილიონ ლტოლვილს იფარავს და მათგან უმრავლესობა სირიელია. სინამდვილეში კი თურქეთსაც შეეძლო საზღვრების ჩაკეტვა  და მიგრანტების თუ როგორ რთულ პირობებში  ცდილობენ თავის გადარჩენას, ამ ყველაფრის მიმართ თვალი დაეხუჭა, როგორც ევროპის ქვეყნები.  ისე სიმართლე რომ ვთქვათ თურქეთი და თურქი ხალხი  ასე ვერ მოიქცეოდა, რადგან მის ისტორიაში, ადამიანურ პასუხისმგებლობაში და სინდისში მსგავსი რამ ჯერ  არ ყოფილა.

ომის მეშვიდე წელსაც სამწუხაროდ მხარეებს შორის არანაირი ცვლილება არ შეიმჩნევა. რუსეთი, სირიაში განთავსებული სამხედრო ბაზებით ხმელთა შუა ზღვაში უფრო მეტი გავლენის მოპოვებას ცდილობს. იგი ამით, ყირიმის, საქართველოს ან კიდევ უკრაინის მიმართ კი არა, არამედ დასავლეთის და უფრო შორეული ქვეყნების საწინააღმდეგო ინტერესების გამო უჭერს რეჟიმს  მხარს. ირანი  რეგიონალურ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას სირიაშიც აგრძელებს. ირანის სულიერი ლიდერის, ალი  ხამანეისთან დაახლოებულად ცნობილი თეირანის პარლამენტარის, ალი რიზა ზაკანის განცხადება ამ ყველაფერს ცხადყოფს. იგი აცხადებს: „სამი არაბული ქვეყანა ირანის ისლამურ რევოლუციაზეა დაკავშირებული ახლა კი მეოთხე ქვეყნის დედაქალაქი, სანაც აპირებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.“  ზაკანის განცხადება რამდენად რეალურია არ ვიცით, მაგრამ იემენში, ერაყში, ლიბანში და სირიაში დაღვრილ სისხლზე რეგიონის მოსახლეობა პასუხისმგებლობას ირანს აკისრებენ. ერაყის მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად ცნობილ, ბასრაში, სადაც უმრავლესობა შიიტები ცხოვრობენ, მათი ირანის წინაღმდეგ გამოსვლა, ირანის საკონსულოს გადაწვა, თეირანის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას უფრო წააგავს.

სირიის ომის უკან, ალბათ ყველაზე კრიტიკული ქვეყანა ისრაელია. ისრაელი,  რეგიონში ძალაუფლების გაგრძელების მიზნით, ამ ომის რაც შეიძლება გახანგრძლივების მომხრეა და ამისათვის დიდ ძალისხმევასაც ფარულად აწარმოებს. ისრაელის ამდაგვარი პოლიტიკა, მათდამი „აღთქმული მიწების“ ანუ, „დიდი ისრაელი“-ს ჩამოყალიბებასაც ემსახურება.

ასევე აშშ-ს, სირიის პოლიტიკა, ისრაელისგან დამოუკიდებლად არ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ტერ ორგანიზაცია, DAEŞ-ის საშიშროება აღარ არსებობს, ამერიკა ამ რეგიონში მოქმედ მეორე ტერ ორგანიზაცია,   PKK-PYD-ს მიმართ ყოველგვარ სამხედო მხარდაჭერას აგრძელებს. ეს მხარდაჭერა ისე ჩანს, თითქოს და ეს ყველაფერი, ირანის წინააღმდეგ ხორციელდება. მაგრამ, მათი მიზანი თურქეთის დანაწევრებაც არის. ამიტომაა, რომ ისრაელიც უჭერს მათ მხარს,   რადგან ეს პოლიტიკა,  მათი დიდი ხნის წინ, თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ ტერორის კორიდორი შექმნასაც ემსახურება.  მსგავსი სიტუაციაა ევროკავშირში, სადაც რადიკალი მემარჯვენეების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. იმ შემთხვევაში თუ, აშშ-ს პოლიტიკა მხოლოდ ისრაელზე იქნება ინდექსირებული, რუსეთის და მისი მომხრეების მხრიდან რეჟიმის თავდასხმების შეჩერება შეუძლებელია.

სირიაში მთელი მსოფლიოს თვალწინ ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურა იცვლება. რეჟიმი და მისი მომხრეები, ხანდახან დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, ზოგიერთ ქალაქებს თითქოს და ტერორისტთა თავშესაფრების განადგურების მიზნით ბომბავენ. ამის საპასუხოდ კი მილიონობით ადამიანი იძულებული ხდება ქვეყანა დატოვოს. როგორ შეიძლება, რომ ვიფიქროთ მილიონობით ადამიანი ტერორისტია? ამის მიზეზი ეთნიკური წმენდა  და ქალაქების დემოგრაფიული ცვლილება გახლავთ. თუ მართლა მიზანი ტერორისტების განადგურებაა, მაშინ როგორ შეიძლება ყველასი და ყველაფრის დაუყონებლივ განადგურება?

საფასურს, რომელსაც თურქეთის მსგავსი ქვეყნები იხდიან, ზუსტად ამის გამო უნდა დასრულდეს სირიის ომი. უნდა დასრულდეს რადგან, ამ ხნის განმავლობაში მიყენებული ტკივილები და ჭრილობები მოშუშდეს, რასაც მართლაც და დიდი დრო დასჭირდება. ამ ბრძოლაში იმ უდანაშაულო ბავშვების ცოდვა რაა ნეტა? ან კიდევ რამდენი „აილანი“ უნდა დაიხრჩოს ზღვებში? ამ ყველაფრის აღსაკვეთად ომის დასრულება აუცილებელია.

კაცობრიობის ისტორიაში მრავალი დიქტატორი მოვიდა სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ მათ ამ ქვეყნიდან წასვლისას ვერაფერი წაიღეს. ისინი რაც არ უნდა დესპოტი ყოფილიყვნენ, მხოლოდ მათი ნამოქმედარი დარჩა ისტორიას და მაინც ადამიანობამ გაიმარჯვა. საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ არ შეიძლება, ბანდიტი იყოს მსოფლიოს მმართველი  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: სირია , პერსპექტივა , გლობალური

მსგავსი ინფორმაციები