ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაცია ჩატარდა

საჰაერო ძალების სარდლობის საბრძოლო თვითმფრინავებმა, გუშინ ერაყის ჩრდილოეთში კანდილის რეგიონზე საჰაერო ოპერაცია ჩაატარა

ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაცია ჩატარდა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე კანდილის რეგიონზე ჩატარებული საჰაერო ოპერაციის შედეგად სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი ტერორისტების თავშესაფრები, საბრძოლო მასალები და საწვავის საწყობები გაანადგურეს.

საჰაერო ძალების სარდლობის საბრძოლო თვითმფრინავებმა, გუშინ ერაყის ჩრდილოეთში კანდილის რეგიონზე საჰაერო ოპერაცია ჩაატარა.

ოპერაციის დროს უპილოტო საფრენი აპარატების მიერ აღმოჩენილი თავშესაფრები, საბრძოლო მასალა და საწვავის საწყობები საბრძოლო თვითმფრინავების მიერ იქნა განადგურებული.

საბრძოლო მასალის და საწვავის საწყობების დაბომბვის შემდეგ რეგიონში აფეთქებები და ხანძარი გარკვეული დროით ისევ გრძელდებოდა.

ობიექტების განადგურების მომენტი კამერებით იქნა დაფიქსირებული. 



მსგავსი ინფორმაციები