ჟენევაში სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობა დასრულდა

მხარეებს რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ

ჟენევაში სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობა დასრულდა

 

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სირიაში სტეფან დე მისტურას და გარანტორი ქვეყნების, თურქეთის, რუსეთის და ირანის წარმომადგენლების მონაწილეობით შვეიცარიის ქალაქ ჟენევის გაეროს შტაბ-ბინაში გუშინ, 4 საათიანი მუშაობით დასრულდა სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შეხვედრა,  რომელმაც საბოლოო ფორმა უნდა მისცეს სირიის ახალ კონსტიტუციას.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ არც მისტურას და შეკრებაში მონაწილე არც ერთ სხვა მხარეს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ამ თემაზე მისტურა, 18 სექტემბერს, გაეროს გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრებს.

ამავე შეკრების ფარგლებში მისტურა პარასკევს, ე.წ. “მცირე ჯგუფის“, ეგვიპტის, საფრანგეთის, გერმანიის, იორდანიის, საუდის არაბეთის, ინგლისის და აშშ-ს წარმომადგენლებსაც შეხვდება და გარანტიორ ქვეყნებთან ერთად ჩატარებული შეხვედრის შესახებ მათაც დეტალურ ინფორმაციებს მისცემთ.

საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე, რომელიც მიმდინარე წლის 30 იანვარს სოჭში ჩატარდა, ხოლო შემდეგში ამ კომიტეტის შექმნის დაჩქარების საკითხი შეტანილ იქნა გასულ კვირას, თეირანში გამართული პუტინ-ერდოღან-რუჰანის მონაწილეობით ჩატარებული სამიტის საბოლოო დეკლარაციაში.

გაეროს მხრიდან ორგანიზებულ ჟენევის შეხვედრებზე ძირითადად ოთხი თემა განიხილება და ესენია, ხელისუფლების ტრანსფორმაციის, ახალი კონსტიტუციის, არჩევნებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები



მსგავსი ინფორმაციები