ავღანეთში ტერაქტს 19 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს 19 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ტერაქტს 19 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთით მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს 19 ადამიანი ემსხვერპლა.

პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერის ატაულა ჰოგიანის განცხადებით, დეკაის რეგიონში ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეთა შორის შესულმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

ტერაქტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაიჭრა.

ჰოგიანის თქმით, დემონსტრანტები სოფლებში მცველი სარდლების ძალადობას აპროტესტებდნენ.

ტერაქტზე პასუხიმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: ტერაქტი , ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები