მისტურა სირიის საკითხში ახალ ინიციატივას იწყებს

ეს ინიციატივა სირიის გარანტორ ქვეყნებთან კონსულტაციების ფარგლებში გაიმართება

მისტურა სირიის საკითხში ახალ ინიციატივას იწყებს

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურა, ახალი შუამავლობის ინიციატივას იწყებს.

“Deutsche Welle თურქული“-ს ინფორმაციით, ეს ახალი ინიციატივა სირიის გარანტორ ქვეყნებთან, თურქეთთან,  რუსეთთან და ირანთან კონსულტაციების ფარგლებში გაიმართება.

ამ მიზნით მისტურა დღეს ჟენევაში რუსეთის, ირანის და თურქეთის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდება, ხოლო ხვალ კი ამავე წარმომადგენლებს ერთდროულად მიიღებს.

მისტურა შემდეგ, გერმანიასთან ერთად დასავლეთის სხვა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელსაც შეხვდება



მსგავსი ინფორმაციები