ესადის რეჟიმი ვაკუუმის ბომბს ხშირად იყენებს

აგვისტოში 67 ასეთი ბომბი გამოიყენა

ესადის რეჟიმი ვაკუუმის ბომბს ხშირად იყენებს

 

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელმა (SNHR) გამოაცხადა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა გასულ თვეში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ოპოზიციის კონტროლ ქვეშ მყოფ სამოქალაქო დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმების დროს, სულ ცოტა 67 ცალი ვაკუუმის ბომბი გამოიყენა, რის შედეგადაც 7 სამოქალაქო დაიღუპა, მათგან 2 ბავშვი და 1 ქალი.

SNHR-მ გასული თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რეჟიმის თვითმფრინავებმა 53 ვაკუუმის ბომბი იდლიბს ესროლეს, 6 ჰამას და 8 დერას.

ამავე ანგარიშით, მიმდინარე წლის 8 თვეში ასადის ძალებმა მთლიანობაში 3503 ასეთი ბომბი გამოიყენეს.

ვაკუუმის ბომბს დაბალი ფასი აქვს (დაახლოებით 50 დოლარი), მაგრამ, დიდი ნგრევის გამოწვევა შეუძლია 50-200 მეტრის რადიუსში და რეჟიმი ამიტომ ხმარობს მას



მსგავსი ინფორმაციები