ერდოღანმა თეირანის სამიტი ტვიტტერით შეაფასა

მესიჯი ოთხ ენაზე გამოქვეყნდა

ერდოღანმა თეირანის სამიტი ტვიტტერით შეაფასა

 

როგორც განაცხადა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, სირიაში, ასადის რეჟიმის  ინტერესების გულისათვის თუ ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას თვალს დაუხუჭავენ, თურქეთი  არც ასეთი თამაშის პარტნიორი გახდება და არც მოსეირის როლში დარჩება.

ერდოღანმა თეირანში ჩატარებულ თურქეთ-რუსეთ-ირანის ლიდერების სამმხრივ სამიტს სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით მისცა შეფასება, რომელიც თურქულის გარდა კიდევ სამ ენაზე, ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენაზე გამოქვეყნდა.
თურქეთი ყოველთვის იბრძოდა იმისათვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა სირიაში, თანაც რაიმე განსხვავებულობის გათვალისწინების გარეშე და როგორც გუშინ არ უნდოდა ანკარას სირიაში თუნდაც ვინმეს ცხვირიდან სისხლის დენა, ამას არც მომავალში მოინდომებს

მისი თქმით, თურქეთმა სამიტზე დაუფარავად განაცხადა, რომ სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უგულებელყოფის მეთოდები, ტერორისტების წისქვილზე წყლის დასხმის გარდა არავის მოუტანს სარგებელს

"იდლიბის საკითხი უნდა გადაწყდეს ასტანის შეთანხმების სულისკვეთებით, ყოველგვარი ახალი დაძაბულობის, ახალი ტკივილების, ახალი პრობლემების გარეშე. ასტანაში მიღებული პრინციპების დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია სირიის კრიზისთან დაკავშირებული მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის თვალსაზრისითაც. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საფარ ქვეშ არ უნდა დავუშვათ პროცესების დაჩქარება ან მიჩქმალვა, სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და მეზობელი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დაცვის დასუსტების გამთვალისწინებელი სეპარატიზმის წინააღმდეგ კი ყველა ერთად უნდა დადგეს", ხაზგასმულია ერდოღანის მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები