თეირანის სამიტი დასრულდა

ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს

თეირანის სამიტი დასრულდა

 

თურქეთის, რუსეთის და ირანის ლიდერები, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ვლადიმერ პუტინი და ჰასან რუჰანი, სირიის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით თეირანში შეიკრიბნენ. სამიტის დასრულების შემდეგ მათ 12-პუნქტიანი ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს, რომელშიც წერია:

1. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 2017 წლის იანვრიდან მიღწეული წარმატებების,  განსაკუთრებით სირიის არაბულ რესპუბლიკაში ძალადობის შემცირებაში პროგრესის მიღწევისა და ქვეყნის მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილის გამო კმაყოფილება გამოთქვეს

2. ხაზი გაუსვეს სირიის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების გათვალისწინებით, აღებული ვალდებულების შესრულებას და მათდამი პატივისცემით მიდგომას. აღნიშნეს, რომ არავითარმა ქმედებამ, ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს იგი, ამ პრინციპებს რაიმე ჩრდილი არ უნდა მიაყენოს. უარყვეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საფარ ქვეშ სირიაში ახალი ინიციატივების წამოყენებას, ხოლო ამასთან ერთად კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი კატეგორიულობა სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მეზობელი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში  

3. განიხილეს ქვეყანაში ამჟამად შექმნილი სიტუაცია და   შეფასება მისცეს მიმდინარე წლის 4 აპრილს ანკარაში, მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარ მოვლენებს, მის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ სამმხრივი კოორდინაცია გააგრძელონ. ამავე ჩარჩოში განიხილეს ასევე იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში არსებული სიტუაციაც და გადაწყვიტეს, ეს საკითხი განიხილონ ზემოაღნიშნული პრინციპების შესაბამისად და ასტანის თანამშრომლობის სულისკვეთების ფორმატში.

4. დაადასტურეს კატეგორიულობა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის განსაზღვრის ფარგლებში, DEAŞ-ის,  El Nusra-ს, ალ-ქაიდას, ან ნებისმიერ სხვა ინდივიდის, ჯგუფის, ანდა DEAŞ- სთან დაკავშირებული ერთეულების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი საბოლოო განადგურების მიზნით ერთმანეთს შორის თანამშრომლობის შენარჩუნებაში. ხაზი გაუსვეს ზემოთ ჩამოთვლილი ტერ ორგანიზაციებსა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში მონაწილე, ან შემდეგში ჩართული შეიარაღებული ოპოზიციური დაჯგუფებების განცალკევების საკითხს, რათა მინიმუმამდე დაყვანილ იქნას, ანდა თავიდან აცილებულ იქნას სამოქალაქოებში დიდი მსხვერპლი

5. გაიმეორეს თავიანთი რწმენა, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარება სამხედრო მეთოდებით ვერ მოხერხდება  და კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. დაადასტურეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური პროცესების მოგვარების მიზნით აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ  სოჭში გამართული სირიის ეროვნულ დიალოგის კონგრესის გადაწყვეტილებების და გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 ნომრიანი რეზოლუციის შესაბამისად

6. სირიელების ლიდერობით და მასპინძლობით პოლიტიკური მოგვარების პროცესის წინსვლისთვის ერთობლივი მცდელობების გაგრძელების საკითხზე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გამოაცხადეს და საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნით სამუშაოების დაწყებაში დახმარების თაობაზე დაპირება ხაზგასმით აღნიშნეს. მაღალი რანგის მოხელეებსა და გაეროს გენერალური მდივნის სირიის სპეციალურ წარმომადგენელს შორის სასარგებლო კონსულტაციების გამო კმაყოფილება გამოხატეს. 

7. ხაზგასმით აღნიშნეს ყველა სირიელის ნორმალური და მშვიდობიანი ცხოვრებისათვის და ტკივილების შესამსუბუქებლად მცდელობების მხარდაჭერის საჭიროება. ამ ასპექტში დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის, ჰუმანიტარული ნაღმების გაწმენდის სამუშაოების ხელშეწყობის, სოციალური და ეკონომიკური ობიექტების ჩათვლით მთავარი ინფრასტრუქტურული ელემენტების აღდგენის და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისათვის სირიისათვის დახმარების გაზრდისათვის გაეროს და ჰუმანიტარული სააგენტოების თაოსნობით საერთაშორისო საზოგადოების მიმართ მოწოდება გააკეთეს.

8. საჭიროების მქონე ყველა სირიელისათვის სწრაფი, უსაფრთხო და უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის გაიოლების გზით სამოქალაქოების დაცვა და ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად ერთობლივი მცდელობების გაგრძელების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გამოაცხადეს.

9. ხაზგასმით აღნიშნეს დევნილების და ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირების სირიაში რეგისტრირებულ ადგილებში უსაფრთხოდ და ნებაყოფლობით დაბრუნებისათვის საჭირო პირობების შექმნის საჭიროება. ამ მიზნით გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატისა და სხვა საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციების ჩათვლით სათანადო ყველა მხარეს შორის  კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. [სირიელი დევნილებისა და ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის გამართვის მოსაზრების განხილვების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.]

10. გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალისტების მონაწილეობით წარმოებული დაკავებულების/გატაცებულების გათავისუფლების, ცხედრების გადაცემის და დაკარგული პირების პოვნის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში წინსვლის გამო კმაყოფილება გამოხატეს.

11. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მომდევნო შეხვედრის რუსეთში ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

12. რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურებმა თეირანში სამთა სამიტის მასპინძლობის გამო ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის მადლობა გადაუხადეს.



მსგავსი ინფორმაციები