ერდოღანი რუჰანის და პუტინს ცალ ცალკე შეხვდა

სამთა სამიტი დღეს გაიმართება

erdogan ruhani.JPG

 

თეირანში, სირიის საკითხში სამთა სამიტში მონაწილეობის მიღების მიზნით ჩასულ რეჯეპ თაიპ ერდოღანს შეხვედრები ჰქონდა ირანელ და რუს კოლეგებთან, ჰასან რუჰანისთან და ვლადიმერ პუტინთან.

ერდოღანი პირველად ჯერ მასპინძელ პრეზიდენტ რუჰანის შეხვდა, შემდეგ პუტინს.

დღესვე მათ შორის სამთა შეხვედრაც გაიმართება, რომელზედაც სირიის პრობლემის საბოლოო მოგვარების მიზნით გამოჩენილ მცდელობებსა და გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავენ.

განსაკუთრებულ ყურადღებას კი იდლიბში შექმნილ დაძაბულ სიტუაციას და მისი განმუხტვის საკითხებს დაუთმობენ.

სამიტის დასრულების შემდეგ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დღესვე ერდოღანს შეხვედრას მოუწყობს ასევე ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.



მსგავსი ინფორმაციები