აქტუალური თემის ანალიზი 36.2018

ახალი ეტაპი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში

აქტუალური თემის ანალიზი 36.2018

აქტუალური თემის ანალიზი 36.2018

ახალი ეტაპი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

თურქეთსა და რუსეთს შორის 2015 წელში მომხდარი თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ისევ გამოსწორდა და პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში სწრაფად განვითარდა. ამ ურთიერთობების განვითარებაზე გავლენა მოახდინა ორი ქვეყნის ლიდერების პირადმა ურთიერთობებმა, საერთო ინტერესებზე დამყარებულმა თანამშრომლობამ და ამერიკის ბოლოდროინდელი პოზიციით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ბევრ სფეროში თანამშრომლობა ვითარდება, სხვა ბევრ სფეროში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის თქმით, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თანდათან ვითარდება. გასაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარდება. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში თურქეთი 37%-იანი მატებით 13,3 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობით რუსეთის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია. ასევე იზრდება რუსეთიდან თურქეთში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩავუშოღლუმ კმაყოფილება გამოხატა და დასძინა, რომ კმაყოფილები იქნებიან წელს თურქეთში 6 მილიონი რუსი ტურისტის მასპინძლობით. 

ენერგო სფეროში ორი ქვეყნის მიერ განხორციელებული აქქუიუს ბირთვული სადგურისა და თურქული ნაკადის მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტები არსებობს. აქქუიუს ბირთვული სადგური თურქეთის ენერგიაზე მოთხოვნილების 10%-ს დააკმაყოფილებს და თურქეთის ეკონომიკის ენერგო მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხში სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება. ასეთივე მნიშვნელოვანია თურქული ნაკადის პროექტიც. მეორე ეტაპზე თურქული ნაკადის პროექტის ბალკანეთის ქვეყნებში გაყვანა იგეგმება. ამგვარად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება თურქეთის ენერგო დერეფნად გადაქცევის სტრატეგიული გეგმისთვის. 

ენერგო და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობაც იზრდება. განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ თურქეთი რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემებს იძენს და მათი გადმოცემა 2019 წელში მოხდება, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებს. ამ ასპექტში რუსული თავდაცვის მრეწველობის კომპანია „როსტეხ“-ის საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონალური პოლიტიკის დირექტორმა ვიქტორ კლადოვმა აღნიშნა, რომ S-400-ის შეთანხმება მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ვერ ხედავს რაიმე დაბრკოლებას მრეწველობის სხვადასხვა ახალ დარგებში თანამშრომლობის გაფართოებისთვის.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განვითარება ყველაზე მეტად აშშ-ს აწუხებს. S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო ამერიკელი უფლებამოსილები თურქ უფლებამოსილებს F-35 საბრძოლო თვითმფრინავების, რომლის პროექტის პარტნიორიც თურქეთია, შესყიდვების შეჩერებით ემუქრებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთისთვის S-400 არა არჩევანი არამედ იძულებაა. ნატო-ს ქვეყნები თურქეთის მოთხოვნის მიუხედავად უარს ამბობენ მისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვაზე. ასევე თურქეთსა და აშშ-ს შორის FETÖ, PKK/YPG-ს და ბრანსონის კრიზისმა ნატო-ს ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობა დაძაბა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვტილებამ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედა.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს დადებითი კუთხით ვითარდება, ორ ქვეყანს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. განსაკუთრებით სირიის საკითხის ასპექტში თურქეთსა და რუსეთს ასტანის პროცესში ერთად მოქმედების მიუხედავად, საკითხზე საპირისპირო პოზიცია უკავიათ. რუსეთის მიერ იდლიბზე რეჟიმის თავდასხმისათვის ნებართვის მიცემა და მხარდაჭერა თურქეთს დევნილთა სერიოზულ კრიზისს შეუქმნის და ზიანი მიადგება ორმხრივ ურთიერთობებს. ასევე თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ყირიმელი თურქების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას. ამასთანავე თურქეთსა და უკრაინას შორის თავდაცვის მრეწველობის მსგავს ბევრ სფეროში თანამშრომლობა ფართოვდება. თურქეთი უკრაინის საკითხში რუსეთის პოლიტიკას მხარს არ უჭერს. და ბოლოს, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები როგორადაც არ უნდა განვითარდეს ,თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა.

 



მსგავსი ინფორმაციები