საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი იმყოფებოდა

ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩასული გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ქართველ კოლეგას მამუკა ბახტაძეს შეხვდა

1037173
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი იმყოფებოდა
merkel-bakhtadze.jpg

ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩასული გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ქართველ კოლეგას მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

მერკელმა და ბახტაძემ პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ბახტაძემ მერკელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კონკრეტული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ქვეყანაა.

მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე არაკანონიერად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით მოქმედებენ და ამ პრობლემების მშვიდობიან გზებით მოგვარება სურთ.

საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას რუსეთი არ ასრულებს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია.

კანცლერმა მერკელმა კი აღნიშნა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისივე თქმით, უსამართლობაა რაც ხდება კონფლიქტების რეგიონებში და რუსეთის პრეზიდენტმა იცის ამ და უკრაინის საკითხებზე მისი პოზიცია.

მერკელი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს და დასძინა, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის საცავისა და წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობისთვის 193 მილიონი ევროს ოდენობის ხელშეკრულებას გააფორმებენ.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და ქვეყანა ევროკავშირთან დადებით და ეფექტურ თანამშრომლობას აგრძელებს.

მერკელი ასევე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღინიშნა, რომ მერკელმა და მარგველაშვილმა პრესისათვის დახურულ შეხვედრაზე პრ ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები